პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში მიაწვდის, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სისტემებით უკრაინა შეძლებს, თავი დაიცვას დრონებისგან, მათ შორის ირანული წარმოებისგანაც, რომელსაც რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმების საპასუხოდ, მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინისთვის საჰაერო-თავდაცვითი სისტემების მიწოდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, შევასრულოთ ის, რასაც მოკავშირეები უკრაინას დაჰპირდნენ, გააძლიერონ და მიაწოდონ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემა. NATO უახლოეს დღეებში მიაწვდის დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დრონების კონკრეტულ საფრთხეს, მათ შორის ირანის მხრიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.