NATO-ს ახალი გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

მარკ რუტე

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

კიევში რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, NATO გულმოდგინედ მუშაობს იმაზე, რათა უკრაინას მეტი დახმარება გადასცეს და ეს უფრო სწრაფად მოხდეს.

NATO-ს გენმდივანმა ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ აგრეთვე განაცხადა, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ჩამოაგდონ თუ არა რუსული რაკეტები და დრონები, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდებიან.

პრესკონფერენციის დროს რუტე შეეხო უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმის აკრძალვის თემას. მან აღნიშნა, რომ 12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რა დროსაც ეს საკითხი განხილული იქნება.