1735285236
NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის
NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პრესმდივანმა, ფარა დაჰლალამ მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს ყაზახეთში განიცადა. ლაინერის ბორტზე 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. დაღუპულია 38 პირი.
აზერბაიჯანული მხარის, არაოფიციალური ცნობით, თვითმფრინავს, რომელიც ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს, დრონების მისამართით გაშვებული რუსული რაკეტა მოხვდა, რის შემდეგაც დაზიანებული ხომალდი საბოლოოდ, ყაზახეთში გადაამისამართეს, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო და ჩამოვარდა.