ნარინჯისფერი ქურთუკით, სკუტერით მოძრაობდა - ტერორისტის ახალი კადრები ბრიუსელიდან და სპეცოპერაციის დეტალები

ტერორისტი ნარინჯისფერ ქურთუკში

ბრიუსელში, პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანელის ვერლინდენის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაპატიმრების დროს მოკლეს. მას იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, შვედ გულშემატკივრებზე თავდასხმისას გამოიყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 45 წლის ტუნისელია, რომელიც ბელგიაში არალეგალურად იმყოფება.

გუშინ ბელგიის დედაქალაქში, შვედეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის წინ, უცნობმა მამაკაცმა, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, მოკლა ორი შვედი გულშემატკივარი და დაჭრა ქალი. პოლიციას რვა საათზე მეტი დასჭირდა მსროლელის განეიტრალებისთვის.