ნარენდრა მოდი: ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისტორიული შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც ორივე მხარეს დიდ შესაძლებლობებს მოუტანს

ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისტორიული შეთანხმების დასრულების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება ინდოეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დიდ შესაძლებლობებს შექმნის.

„ევროკავშირსა და ინდოეთს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას. მთელ მსოფლიოში ხალხი ამას ყველა „შეთანხმების დედას“ უწოდებს. ეს შეთანხმება დიდ შესაძლებლობებს მოუტანს ინდოეთის 1.4 მილიარდ მოსახლეობას და ევროპაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს“, – განაცხადა მოდიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, მოსალოდნელია, რომ დღეს ნარენდრა მოდი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, სადაც წარმოდგენილი იქნება შეთანხმების დეტალები.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, შეთანხმების ამოქმედებას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.