„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში ვატერლოოს ბრძოლიდან გაქცევის დროს დაკარგული ბრილიანტის ბროში ოთხშაბათს, ჟენევაში Sotheby"s-ის აუქციონზე, დაახლოებით 4.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბროშზე, რომლის ტარება გულსაკიდადაც შეიძლება, გამოსახულია ოვალური ბრილიანტი, რომლის წონა 13 კარატზე მეტია და გარშემორტყმულია უფრო პატარა ჭრის ბრილიანტებით.
"ეს ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი ბრილიანტის ნივთი იმპერატორის მიერ ვატერლოოში წაღებული სხვა პირადი ნივთების ნაწილი იყო, მათ შორისაა მედლები, იარაღი, ვერცხლის ჭურჭელი, ქუდი და ზარდახშა, რომელშიც ათობით ბრილიანტი და ძვირფასი ქვა იდო", - ნათქვამია Sotheby"s-ის პრესრელიზში.