მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
თურქეთში, ქალაქ გაზიანთეპში, მაშველებმა მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევების გასუფთავების დროს 2 მილიონი დოლარი იპოვეს. თანხა პოლიციას გადაეცა. Anadolu-ს ცნობით, ეს თანხა საცხოვრებელი კომპლექსის ნანგრევებიდან მამაკაცის ამოყვანისას იპოვეს.
„მამაკაცის გვერდით სულ 2 მილიონი დოლარი იყო, მაშველებმა ფული სპეცრაზმს გადასცეს, ჩვენი ბიჭები პირველ რიგში სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მაგრამ ძვირფას ნივთებსაც გადასცემენ პოლიციას, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. “- განუცხადა Anadolu-ს გაზიანტეპის სახანძრო სამსახურის უფროსმა ჯაფერ ილმაზმა.