პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რესტავრატორები მუშაობენ ცნობილი სკამის, ანუ წმინდა ედუარდის ტახტის აღდგენაზე, რომელზედაც კარლ III კორონაციის ცერემონიის დროს დაჯდება.
კორონაცია გაიმართება 6 მაისს ვესტმინსტერის სააბატოში, ამ დროისთვის სკამი, რომელიც, ექსპერტების აზრით, უკიდურესად მყიფე გახდა 700 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა გააძლიერონ, გაასუფთაონ და აღადგინონ დაზიანებული მოოქრული ნაწილები.
რესტავრატორი კრისტა ბლესლის თქმით, ეს ისტორიული სკამი უნიკალური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა კორონაციისთვის.
„ეს არის უძველესი ცნობილი ავეჯი, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება მისი თავდაპირველი მიზნისთვის“, განმარტავს ბლესლი.
სკამი გაკეთდა ედუარდ I-ის ბრძანებით, რომელიც მართავდა ინგლისს 1272 წლიდან 1307 წლამდე და მას შემდეგ თითქმის არც ერთი კორონაცია არ გამოუტოვებია.
გასაკვირი არ არის, რომ მას საერთოდ არ ეპყრობოდნენ ისე, როგორც სამუზეუმო ნივთს და სკამი ამ დროის მანძილზე საკმაოდ დაზიანდა. ჯერ კიდევ მე-18 და მე-19 საუკუნეშიც კი, ტურისტები და სკოლის მოსწავლეები თავის მოვალეობად მიიჩნევდნენ ტახტზე რაღაცის დახატვას.
„პ. ებოტს ამ სავარძელში ეძინა 1800 წლის 5 ივლისიდან 6 ივლისამდე“, - ნათქვამია, მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც უკვე თავისთავად ისტორიულ დოკუმენტად იქცა.
სუფრაჟისტებსაც კი (ქალებს მამაკაცებთან თანაბარი ხმის უფლების მინიჭების მოძრაობის მონაწილეებს) ჰქონდათ წვლილი ამაში: 1914 წელს ტახტი დაზიანდა ბომბით, რომელიც ამ ემანსიპირებულმა ქალბატონებმა ჩააგდეს.
„სკამი მართლაც ძალიან მყიფეა,” - ამბობს ბლესლი, ”მას აქვს რთული მრავალშრიანი სტრუქტურა, მოოქრული ნაწილები ხშირად იშლება, ამიტომ ფრთხილად უნდა დავაწებოთ ისე, რომ აუცილებლად გაუძლოს მომავალ კორონაციას.”
რესტავრატორი უკვე ოთხი თვეა, ტახტზე მუშაობს.
„თუ ტენიანობის დონე ოდნავ შეიცვლება, ხე იწყებს მოძრაობას, მთელი ფენის სტრუქტურა იწყებს მოძრაობას და ვლინდება ახალი პრობლემები“, - ამბობს ბლესლი. „ერთი თვის წინ ჩვენ გამოვასწორეთ ადგილი და ახლა ისევ დამუშავება სჭირდება“.
ამავდროულად, ის ძალიან ამაყობს, რომ შუა საუკუნეების ხელოვნების ასეთ დიდებულ ნიმუშთან მუშაობა დაევალა და მან სკამის უკანა ფეხებზე თითების აქამდე უცნობი გამოსახულების პოვნაც კი მოახერხა.
თავდაპირველი სახით მთელი სკამი მოოქრული და ფერადი თვლებით იყო მორთული ფრინველების, მცენარეების, ცხოველების, წმინდანთა და თავად მეფის გამოსახულებებით.
ტახტზე დამაგრებული იყო ეგრეთ წოდებული სკუნის ქვა ან ბედის ქვა, წითელი ქვიშაქვის ნაჭერი, რომელიც იწონის 150 კილოგრამს, შოტლანდიაში წმინდა რელიქვიად ითვლება და ის დაიპყრო ედუარდ I-მა. ახლა ბედის ქვა არის ედინბურგში, მაგრამ კორონაციისთვის ის დროებით ვესტმინსტერში გადაინაცვლებს.
კორონაციის ცერემონიის მნიშვნელოვანი რელიგიური კომპონენტის გათვალისწინებით, უძველესმა ტახტმა, დოქტორ გროსის თქმით, შეიძინა საკუთარი წმინდა სტატუსი, გადაიქცა "ღრმად მისტიკურ რელიქვიად, რომელიც ასხივებს რაღაც სულიერ ტალღებს".
სხვათა შორის, თავად ცერემონიის შესახებ: დღეს უკვე ცნობილია, რომ ის 1953 წელს ელიზაბეტ II-ის კორონაციაზე მოკლე იქნება და სტუმარი ნაკლები იქნება - რვის ნაცვლად ორი ათასი.
ჩარლზთან ერთად გვირგვინდება დედოფალი კამილაც, ხოლო მისი გვირგვინი არ შეიცავს ცნობილ და, როგორც ამბობენ, დიდი უბედურების მომზიდველ კოჰინორ ალმასს.
თავად სტუმრების შესახებ მხოლოდ გამოცნობა შეიძლება და დღეს ყველას აინტერესებს სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია იქნებიან მოწვეული თუ არა.
ცნობილია, რა მუსიკას დაუკრავენ ცერემონიაზე - გაიჟღერებს 12 ახალი ნაწარმოები სპეციალურად ამ შემთხვევისთვის დაწერილი და მათ შორის - ცნობილი კომპოზიტორის ენდრიუ ლოიდ ვებერის მიერ შექმნილი ჰიმნი.