გერმანიის საგარეო უწყება: პეტერ ფიშერი ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს საქართველოში თავდადებულ საქმიანობას

პეტერ ფიშერი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.

აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის თავდადებულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.