1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2019 წელს Netflix-მა გაბრიელ გარსია მარკესის რომანის მარტოობის ასი წელი ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და სერიალზე მუშაობაც დაიწყო. ახლახან კი პირველი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც აურელიანო ბუენდიას ვეცნობით.
"გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად", — ამ სიტყვებით იწყება სერიალის ტრეილერიც და მარკესის წიგნის მოყვარულებს სწორედ იმ ემოციებს გაუღვიძებს, რომლებიც ამ რომანის დაწყებისას დაეუფლათ.
აღსანიშნავია, რომ მარკესის რომანი პირველად 1967 წელს გამოვიდა და მასში მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავია მოთხრობილი. გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომანმა წიგნის ფურცლებიდან ეკრანზე გადაინაცვლა.
მარკესის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაზე რეჟისორები ალექს გარსია ლოპესი და ლორა მორა მუშაობენ. სერიალის პირველ სეზონში მაყურებელი 16 ეპიზოდს იხილავს. ტრეილერიდან კი ჩანს, რომ წინ ბუენდიების ოჯახის განსხვავებული ისტორია საინტერესო თავგადასავლისთვის გვამზადებს.