მუშებმა გზის შესამოკლებლად ჩინეთის დიდი კედელი „გაჭრეს“

ჩინეთის კედელი

ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა.

პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შანქსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს".

ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შანქსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს.

მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლის მთლიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: ესპანეთში დაკავებული ქართველების 7 კრიმინალური დაჯგუფება - რა სქემით მუშაობდნენ ქართველი კრიმინალები და როგორ გავიდა პოლიცია მათ კვალზე

"13 დაუვიწყარი დღე გავატარე" - ვისთან ერთად მოიარა იტალია გიორგი ნაზღაიძემ

VIDEO: „არც დამცინოთ, თორემ დაგერევით...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გურამ შეროზია