„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
იდენტიფიცირებულია ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა ბიჭმა მთაზე დატოვა. შემთხვევა ავსტრიაში მოხდა. მომხდარზე მამაკაცს ბრალდებები უკვე წაუყენეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული 33 წლის ქალი კერსტინ გურტნერია.
ტრაგედია იანვარში მოხდა, როცა 39 წლის გამოცდილი მთამსვლელი და მისი შეყვარებული გროსგლოკნერის მწვერვალზე ავიდნენ. ქალი თავს ცუდად გრძნობდა, ჰიპოთერმიის ნიშნები ჰქონდა და გზას ვეღარ აგრძელებდა. დახმარების გამოძახების ნაცვლად, მამაკაცმა ქალი მთაზე დატოვა, რათა თვითონ ჩასულიყო დახმარების საძებნელად.
პროკურორების განცხადებით, მან პასუხისმგებლობა ვერ აიღო და არ გამოიყენა არანაირი გადაუდებელი აღჭურვილობა, რაც ქალის გათბობას უზრუნველყოფდა.
ქალი დილის 2 საათისთვის დაახლოებით 50 მეტრის ქვემოთ, მწვერვალის ჯვართან ახლოს იპოვეს. გურტნერი ღამით გაიყინა.
დილით სამაშველო ვერტმფრენს ძებნაში ხელი ძლიერმა ქარიშხალმა შეუშალა. მაშველები ფეხით ავიდნენ მყინვარზე, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
პროკურორები მამაკაცს დაუდევრობით მკვლელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ, როგორც გაცილებით გამოცდილი მთამსვლელი, ის „ტურის პასუხისმგებელი მეგზური“ იყო.
მამაკაცის ადვოკატი ინციდენტს „ტრაგიკულ უბედურ შემთხვევად“ მიიჩნევს. სასამართლო პროცესი თებერვალში ჩატარდება.