იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
მთავრობის „შათდაუნის“ გამო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ფედერალური მოსამსახურეების დათხოვნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„სამუშაო ძალის შემცირება დაიწყო“, - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციული და საბიუჯეტო მართვის სამმართველოს დირექტორმა, რასელ ვოუტმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1-ელ ოქტომბერს ახალი ფინანსური წელი დაიწყო, თუმცა კონგრესმა ბიუჯეტის შეთანხმება ვერ მოასწრო, რის გამოც მთავრობა მუშაობას ვერ აგრძელებს.
„შათდაუნი“ გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას, რომლებიც უშუალოდ კონგრესის მიერ ფინანსდება.