სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა
1767872857
პარიზში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, უკრაინის მოკავშირეებმა დეკლარაცია მიიღეს. მსურველთა კოალიცია და ამერიკა თანხმდებიან, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იზრუნებენ. შეთანხმება ელისეის სასახლეში გაფორმდა.
"მსურველთა კოალიციის" ეს დეკლარაცია პირველად აღიარებს ოპერაციულ თანხვედრას იმ 35 ქვეყანას შორის, რომლებიც "მსურველთა კოალიციას" წარმოადგენენ. ეს გარანტიები არის ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს, რომ რომელიმე სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის კაპიტულაციად ან მისთვის ახალი საფრთხის წყაროდ იქცეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, "მსურველთა კოალიციის" სრული შემადგენლობა, იზიარებს ერთ მიზანს: მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ამერიკული მხარის მხარდაჭერა და მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია მრავალი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის. ბოლო თვეებში ჩვენ შევიმუშავეთ თანმიმდევრული და მყარი გეგმა. ამერიკამ მოგვიწოდა მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ - ჩვენ ამას ვაკეთებთ და მზად ვართ გავაგრძელოთ", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.