კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
მსოფლიოს ყველაზე გემრიელი სამზარეულოს რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს. ბერძნული სამზარეულო 2024 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს, რითაც პირველი ადგილიდან დიდი ხნის ლიდერი იტალია ჩამოიშორა.
TasteAtlas-ის უახლესი რეიტინგის მიხედვით, წელს ბერძნულმა სამზარეულომ 5-დან 4,6 ქულა დააგროვა - ეს ოდნავ დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინათ, მაგრამ მაინც საკმარისია იმისთვის, რომ გახდეს ლიდერი. გასულ წელს ბერძნულმა სამზარეულომ მესამე ადგილი დაიკავა, წინა წელს კი მეორე ადგილი.
კერძოდ, ექსპერტები გვირჩევენ გასინჯოთ საბერძნეთში ისეთი კერძები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ფისტა, კარამელის ყველი „გრავიერა“ და მრავალი სხვა.
იმავდროულად, იტალიური სამზარეულო, რომელმაც შარშან და წინა წელს გაიმარჯვა, ამჯერად მეორე ადგილზე გავიდა ძალიან მცირე სხვაობით - მას აქვს 4,59 ქულა 10-დან.
საუკეთესო სამეული დაასრულა მექსიკურმა სამზარეულომ, რომელიც ერთი წლით ადრე მეშვიდე ადგილზე იყო - ახლა მას 5-დან 4,52 ქულა აქვს.
ნახეთ, 10 ყველაზე გემრიელი ეროვნული სამზარეულო მსოფლიოში:
ბერძენული
იტალიური
მექსიკური
ესპანური
პორტუგალიური
თურქული
ინდონეზიური
ფრანგული
იაპონური
ჩინური