LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
მეგან მარკლი პრესტიჟული ჟურნალის , „ჰარპერს ბაზარის“ გარეკანზე გამოჩნდა. ფოტოსესიის დროს სასექსის ჰერცოგინიამ დიორისა და ბალენსიაგას სამოსი მოირგო.
მარკლმა გამოცემას საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც მისცა. როგორც მეგანი აღნიშნავს, ცხოვრებაში შეცდომების დაშვება აუცილებელია, რათა ახალი რამ ისწავლო. ის ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ყოველდღე ვხედავ, თუ როგორ აწყდებიან ჩემი შვილები ისეთ რამეებს, რაც თავიდან შეუძლებლად ეჩვენებათ. მე მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ შეცდომების დაშვების არასდროს არ უნდა შეეშინდეთ. სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ“.
მეგანის თქმით, ყველაფერს აკეთებს, რათა კარიერამ შვილებთან ერთად გატარებულ დროზე ზეგავლენა არ მოახდინოს. სასექსის ჰერცოგინიამ ინტერვიუში პრინც ჰარის მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი უწოდა.
„მსოფლიოში არავის ვუყვარვარ მასზე მეტად, ამიტომ ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება“,- ამბობს მეგანი პრინც ჰარიზე.
ინტერვიუში მეგანმა ირონიულად აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახში გატარებულმა წლებმა პირადი საზღვრების დაცვა ასწავლა.