მოვუწოდებ კომისიას და საბჭოს, რეაგირება მოახდინონ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების დასაწყებად - რასა იუკნევიჩიენე BBC-ის მასალაზე

რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან, მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია 2024 წლის საპროტესტო აქციებში ქიმიური ნივთიერება "კამიტის" გამოყენებაზე.

იუკნევიჩიენეს განცხადებით, აუცილებელია ამ საკითხზე საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს.

"მინდა, თქვენი ყურადღება BBC-ის ბოლოდროინდელ გამოძიებაზე გავამახვილო, რომელშიც ვლინდება, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ქიმიკატები წყლის ჭავლში იყო შერეული. ეს უნდა გამოიძიონ და გამოაშკარავდეს. მოვუწოდებ კომისიას და საბჭოს, რეაგირება მოახდინონ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების დასაწყებად," - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.