„რა ტრაგედიაა... საოცარი ბიჭი იყო“ – ანსამბლი „მძლევარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766090426
საქართველოში საზოგადოება თუ იქნება ძლიერი, შეინარჩუნებს ევროპული ფასეულობებისა და დემოკრატიისკენ ორიენტირს, თქვენ გაიმარჯვებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ევროკავშირის სამიტამდე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს.
„ქართველ ხალხისთვის არის ორი გზა – პოლიტიკოსებიც შეიძლება შეცვალონ და ძალაუფლება ჰქონდეთ. ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, სულ მცირე, ევროპაში და საქართველო ევროპაა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს. ჩვენ ყველამ გავიარეთ საბჭოთა დრო და მოვიპოვეთ თავისუფლება, რადგან ხალხმა გადაწყვიტა, ამიტომ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გადაწყვეტს ხალხისა და საზოგადოების ნაცვლად. ამიტომ, საზოგადოება თუ იქნება ძლიერი, შეინარჩუნებს ევროპული ფასეულობებისა და დემოკრატიისკენ ორიენტირს, თქვენ გაიმარჯვებთ, ამის მჯერა“, – განაცხადა ევიკა სილინამ.