პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაზპრომბანკის 51 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი, მისი 47 წლის მეუღლე ელენა და 13 წლის ქალიშვილი მარია ბინაში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციის წინასწარი ვერსიით, ავაევმა ცოლსა და ქალიშვილს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიცია ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდა, რომ ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ხელში იარაღი იყო.
„ავაევების ოჯახის წევრების ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მათთან ტელეფონით დარეკვას, მაგრამ არავინ პასუხობდა..“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, ბინაში ნივთები მიმოფანტული იყო.