საფრთხის დონე მაღალია... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1740335560
მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
წინასწარი მონაცემებით, სროლა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, 34 წლის ვუჩკო ბორილოვიჩმა თავისი ოჯახის წევრები მოკლა, შემდეგ კი თავისივე სახლთან, გამვლელებს დაუწყო სროლა. მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.
მსროლელი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაჭრილებთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა.