ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მინივენის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.