მოლდოვის პრემიერად ალექსანდრუ მუნტეანუ დაინიშნა

ალექსანდრუ მუნტეანუ

მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ბიზნესმენი ალექსანდრუ მუნტეანუ დაინიშნა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრძანებულებას 24 ოქტომბერს, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ მოაწერა ხელი.

სახელმწიფოს მეთაურმა მომავალ პრემიერ-მინისტრს წარმატება უსურვა გუნდის ჩამოყალიბებაში, რომელიც „მოქალაქეთა უმნიშვნელოვანეს მოლოდინებს დააკმაყოფილებს“.

„მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ისეთი მთავრობის ფორმირებაში, რომელიც პარლამენტის ნდობას მოიპოვებს და მოქალაქეების უმნიშვნელოვანეს მოლოდინებს დააკმაყოფილებს: მშვიდობის დაცვას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას, ეკონომიკის გაძლიერებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მაია სანდუმ.