მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
მოლდოვის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა პიროტექნიკით შეიარაღებული დნესტრისპირელები დააკავეს. უწყების განცხადებით, შეიარაღებული პირები არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.
მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია სამი ადამიანი. აქედან ორი ერთი ოჯახის წევრია. ჩხრეკის დროს აღმოჩენილია არაერთი ნივთი, მათ შორის პიროტექნიკა და აალებადი ნივთიერებები, რომლებიც პანიკის დასათესად და ქაოსის შესაქმნელად იყო განკუთვნილი.