„ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1759074590
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები რუსეთზე წნეხს გააძლიერებს და მოსკოვს ომის დასრულებას აიძულებს.
„დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს რუსეთის თავდასხმების შედეგების ლიკვიდაცია ზაპოროჟიეში, კიევსა და სხვა ოლქებში. დარტყმები უმეტესად საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა. 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. რუსების სამიზნე გახდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც, რაც მათი ცნობილი ტაქტიკაა. ისინიც ცდილობენ ელექტროენერგიის გარეშე დაგვტოვონ. რუსეთმა უარყო ყველა სამშვიდობო შეთავაზება და მისი ქმედებები მკაცრ რეაგირებას იმსახურებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კიევზე, ზაპოროჟიეზე, სუმსა და ოდესაზე ოკუპანტებმა საჰაერო იერიში გუშინ გამთენიისას მიიტანეს. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ათობით კი დაშავდა.