მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ორეგონის შტატის ხელისუფლებამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა პორტლენდში ეროვნული გვარდიის დანაყოფების განთავსებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
ორეგონის გენერალური პროკურორის, დენ რეიფილდსის მიერ წარდგენილ სარჩელში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის „პროვოკაციული და თვითნებური“, ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის საზოგადოებრივი აღშფოთების გამოწვევით.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ეროვნული გვარდია ორეგონის ქალაქ პორტლენდში ორი თვის ვადით განთავსდება. თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, ქალაქში ფედერალური საკუთრების დასაცავად განლაგდება ეროვნული გვარდიის, სულ მცირე, 200 წევრი. შაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრული ძალის გამოყენების ნებართვა გასცა იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება საიმიგრაციო დაკავების ცენტრებთან, საპროტესტო გამოსვლებთან გასამკლავებლად. ტრამპის თქმით, ის დაიცავს საიმიგრაციო აღსრულების სამსახურს და ნებისმიერ დაწესებულებას მოძრაობა „ანტიფას“ და „სხვა შიდა ტერორისტული ჯგუფებისგან“ თავდასხმისგან.