მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე: 28 სექტემბრის არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის არჩევანია, სადაც მშვიდობა ევროკავშირს ნიშნავს, ხოლო ომი - რუსეთს

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე

28 სექტემბრის არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის არჩევანია, – ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე და პროევროპული პარტია „მოქმედება და სოლიდარობას“ ლიდერი იგორ გროსუ აცხადებს.

მისი თქმით, 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეებს ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის წინაშე დააყენებს.

„მშვიდობა ევროკავშირს ნიშნავს, ომი კი რუსეთს. გზაჯვარედინზე ეგზისტენციალური არჩევნებია. შუალედური გზა და შუალედური ვარიანტი არ არსებობს,“ – განაცხადა იგორ გროსუმ.

ამასთან, პროევროპული პარტიის ლიდერის თქმით, არჩევნების შედეგები ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს არა მხოლოდ მომდევნო ოთხი წლის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში.

გროსუს თქმით, ფსონები ძალიან მაღალია, რადგან რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა შესაძლოა, ევროკავშირისკენ მოლდოვისკენ გზა შეანელონ.