გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
მოლდოველმა ბიზნესმენმა და ინვესტორმა, ვასილე ტოფანმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა, შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ პრემიერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გადაწყვეტილება პროფესიული ვალდებულებების მოტივით უარყო.
„მან გვითხრა, რომ პროფესიული ვალდებულებების გამო შეთავაზების მიღება არ შეუძლია, მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა ადრიან ბელუჩელმა.
მედიის ცნობით, მოლდოვას პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის იყვნენ მოქმედი პრემიერი დორინ რეჩანი, განათლების მინისტრი დან პერჩუნი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ. თუმცა 13 ოქტომბერს მოქმედმა პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობას აღარ უხელმძღვანელებდა, პოლიტიკას დატოვებდა და კარიერას კერძო სექტორში გააგრძელებდა.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა, სადაც მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვ