პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ფეისბუკ-ჯგუფში ბარსელონაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მათთვის, ვისაც ბინის მოხსნა სურს და არ იცით როგორ - ამისათვის საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციამ და ერთ-ერთმა ცნობილმა სააგენტო ENGEL&VOLKERS-მა მოილაპარაკეს და დაგვინიშნეს სპეციალური აგენტი, რომელიც ქართველ ხალხზე იმუშავებს. ბინის მოსახსნელად არ არის აუცილებელი ფლობდეთ ნიეს, პასპორტიც სრულიად საკმარისია, მაგრამ რაც არის აუცილებელი, ესაა ფინანსური შემოსავალი რომ დაადასტუროთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში, მთავარია, შემოსავალი გქონდეთ დადასტურებული (თუნდაც საქართველოში).
მეტი დეტალებისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სპეციალურად ჩვენთვის გამოყოფილ აგენტს 655300605 სერხიო სერრანო, საუბრობს ესპანურად და ინგლისურად“, - წერს ლევან სიმონიშვილი.