1768248959
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა აეკრძალოს - რობერტა მეცოლა
ევროპარლამენტმა ირანის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და წარმომადგენელს თავის შენობებში შესვლა აუკრძალა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი „არ შეუწყობს ხელს იმ რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომელიც არსებობას წამების, რეპრესიებისა და მკვლელობების ხარჯზე ინარჩუნებს“.
„იმ დროს, როდესაც ირანის მამამაცი ხალხი აგრძელებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატიურ პერსონალსა და ნებისმიერ სხვა წარმომადგენელს ევროპარლამენტის ყველა შენობაში შესვლა აეკრძალოს“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.











