1760793040
მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა დრონების შესახებ შეტყობინებების გამო, პოლიციამ ტერიტორიაზე ვერაფერი აღმოაჩინა - მედია

უცნობი დრონების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მიუნხენის აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
გერმანიის ფედერალური პოლიციის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პოლიციას რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის დაცვის და აეროპორტის თანამშრომლებმა, აცნობეს.
აეროპორტი თითქმის 30 წუთის მანძილზე დაკეტილი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში სამი რეისი გადამისამართდა და ერთი რეისი გაუქმდა. მოგვიანებით, ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ტერიტორიაზე დრონები ვერ აღმოაჩინეს.