1775335547
მისია შესრულებულია! – 62 წლის ტომ კრუზი პარიზის ოლიმპიადის დახურვაზე აფრინდა
უამრავ დასამახსოვრებელ პერფორმანს შორის მართლაც გამორჩეული გამოდგა ტომ კრუზის შთამბეჭდავი გამოსვლა.
„შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავი ჯერ აფრინდა, შემდეგ სიმაღლიდან დაეშვა, ოლიმპიური დროშა ამერიკელ ტანმოვარჯიშეს, სიმონ ბაილსს გამოართვა, მოტოციკლზე დაჯდა და სტადიონი ვერტმფრენით, ოვაციების ფონზე დატოვა.
ცხადია, საზოგადოებისთვის 62 წლის მსახიობის წარმოუდგენელი შესაძლებლობები სიახლეს არ წარმოადგენს. მოგეხსენებათ, კრუზი იმ მცირე მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც კასკადიორის მომსახურებით არ სარგებლობს.
ცნობისთვის, 2028 წლის ოლიმპიური თამაშები აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ჩატარდება.












