მინესოტაში დემონსტრანტები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრების მიერ ამერიკის ორი მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებენ

მინესოტა

მინესოტაში დემონსტრანტები საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცრების მიერ ამერიკის ორი მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებენ. ისინი რეიდების შეჩერებას ითხოვენ, თუმცა არალეგალი იმიგრანტების დაკავებები გრძელდება.

მინესოტაში არსებული ვითარების გამო, დონალდ ტრამპი შტატის დემოკრატ გუბერნატორს ესაუბრა და მოუწოდა, ითანამშრომლოს თეთრ სახლთან საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით. ტრამპის პრესსპიკერის შეფასდებით, შტატში ტრაგედია სწორედ დემოკრატების მტრული წინააღმდეგობის შედეგად მოხდა. ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ტრამპი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონი, რომელიც ქალაქებისთვის არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრების მიცემას კრძალავს