ლოცვა, რომელიც ნინოობას უნდა წაიკითხოთ
1769457215
მინეაპოლისში ფედერალური აგენტის მიერ ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ, აშშ-ის სასაზღვრო პატრულის უფროსი გრეგორი ბოვინო და რამდენიმე იმიგრაციის აგენტი მინეაპოლისს ტოვებენ.
„სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გრეგორი ბოვინოს სოციალურ მედიაზე წვდომა შეუჩერა. ის დღეში რამდენჯერმე აქვეყნებდა პოსტებს, სადაც აკრიტიკებდა თავის მოწინააღმდეგეებს, აზიარებდა დაკავებული იმიგრანტების ფოტოებს და საკუთარ გამოსვლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მინეაპოლისში თეთრი სახლის საზღვრის კოორდინატორ ტომ ჰომანს გზავნის, რომელიც ქალაში ოპერაციებს უშუალოდ უხელმძღვანელებს. დღეს ჰომანი და მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს „შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“.
ცნობისთვის, ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად გარდაიცვალა, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.