მინდა, მკაფიოდ ვუთხრა საზოგადოებას, რა როლშიც არ უნდა ვიყო, არ დავთმობ ბრძოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ - პეტრ ფიალა

პეტრ ფიალა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ განაგრძობს ჩეხეთის დასავლეთის ნაწილად შენარჩუნებას.

„ერთი რამ მინდა, მკაფიოდ ვუთხრა საზოგადოებას: რა როლშიც არ უნდა ვიყო, არ დავთმობ ბრძოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ. მთელი ცხოვრება მიჩვეული ვარ, რომ უმცირესობის აზრიც კი უნდა გავიზიარო, მაგრამ ვიბრძოლებ, რათა ეს ქვეყანა დემოკრატიული, თავისუფალი და დასავლეთის მტკიცე ნაწილი იყოს“, – განაცხადა ფიალამ.

ცნობისთვის, წინასწარი შედეგების მიხედვით, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერმა ბიზნესმენმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა, თუმცა მისმა პოპულისტურმა პარტია ANO-მ ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა.

პროგნოზების მიხედვით, ANO-მ ხმათა თითქმის 35% მიიღო, რაც 200-ადგილიან ქვედა პალატაში 81 ადგილს უდრის. პეტრ ფიალას ალიანსი მეორე ადგილზე გავიდა, 23.2%-ით.