ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

მასუდ ფეზეშქიანი

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა, - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებაში.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა... აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

ფეზეშქიანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მისი კანონიერი მოვალეობა და უფლებაა, შური იძიოს „ამ ისტორიული დანაშაულის ჩამდენებსა და დამკვეთებზე“.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.