მილიონერის საყვარელი, ქურდობისთვის ინტერპოლით ძებნილი დივა დააკავეს

კირა

ინტერპოლის მეშვეობით, ძებნილი, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ქალი, კირა არსენინა მოსკოვში დააკავეს, იუწყება SHOT.

ტელეგრამის არხის ცნობით, 34 წლის ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წელს მოლდოვაში აღიძრა. იგი ქურდობაშია ეჭვმიტანილი, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მიყენებული ზარალი მნიშვნელოვნად შეაფასა. როგორც დაზუსტდა, არსენინა ნაგატინსკაიას ქუჩაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის საგამოცდო განყოფილებასთან დააკავეს. 


კირა არსენინა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა სამოდელო კარიერის ასწაყობად. მას მიაწერდნენ რომანს სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან, განსაკუთრებით მომღერალ ვლად ტოპალოვთან. თავად დივამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ცხოვრობს "ერთ-ერთი რუსი მილიონერის ხარჯზე, რომელიც იკავებს სახელმწიფო კორპორაციის მაღალი რანგის მენეჯერის პოსტს" და თვეში მილიონს ხარჯავს საკუთარ თავზე.

ასევე ნახეთ:

ნეფე-პატარძალმა სტუმრებს ქორწილში მისვლის სანაცვლოდ 2 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა

შეგიძლიათ, კრემაციის შემდეგ საკუთარი ფერფლი ბრილიანტად აქციოთ

"შებრუნდით დასავლეთისკენ და გააცილეთ მზე..." - რა უნდა გავაკეთოთ 23 სექტემბერს, ბედნიერი რომ ვიყოთ