მეთიუ პერის სახლის ახალმა მფლობელმა მსახიობის პატივსაცემად რიტუალი შეასრულა

მეთიუ პერის სახლი

 სახლი, სადაც Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი ცხოვრობდა და სადაც გარდაიცვალა, ინდური წარმოშობის ამერიკელმა პროდიუსერმა და უძრავი ქონების დეველოპერმა, ანიტა ლალიანმა შეიძინა. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე სახლის ფასი $8.55 მილიონი იყო. როგორც ჩანს, ლალიანი სახლის დიზაინმა და ოკეანის მომნუსხველმა ხედმა აღაფრთოვანა და, მისი თქმით, აპირებს, რომ სახლის წინა პატრონის მოგონებას პატივი მიაგოს.

გულწრფელ პოსტში, რომელიც ლალაიანმა ინსტაგრამზე განათავსა, ვკითხულობთ, რომ სახლში გადმოსვლამდე ლალაიანმა და მისმა ოჯახმა ინდუისტური ცერემონია, პუჯა ჩაატარა, რომელიც ღვთაებებს პატივს მიაგებს და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს ატარებენ ხოლმე.

„სახლში შესვლისთანავე შემიყვარდა მისი დეტალები, განსაკუთრებით კი წყნარი ოკეანის ხედი. მივხვდით, რომ ეს სახლი იყო ის "ერთადერთი" და მაშინვე გადავწყვიტეთ მისი შეძენა.

მე, როგორც უძრავი ქონების დეველოპერს, მჯერა, რომ ყველა სახლს ისტორია აქვს, რომლის შესახებაც შეიძლება არ ვიცოდეთ, და თითოეული მათგანი ატარებს ენერგიას, რომელიც მასში პატრონს შეაქვს. მე ინდუისტი ვარ, ჩვენთვის ახალი სახლის შეძენისას ლოცვისა და კურთხევის ცერემონიის ჩატარება ტრადიციაა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი პანდიტი (ინდუიზმში განსწავლული პირი) არიზონიდან ჩამოვიდა, რათა ჩვენი სახლი დაელოცა.

ცერემონიის დროს სახლის წინა პატრონის ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებს პატივი მივაგეთ. აღვნიშნეთ მისი უზომო ნიჭი და ის სიხარული, რომელიც უამრავ ადამიანს მოუტანა. გადავწყვიტეთ, ზოგი დიზაინის ელემენტი შემოვინახოთ. აუზზე განთავსებული ბეტმენის ლოგო აქ ნამდვილად დარჩება," - წერს ლალაიანი.

 მეთიუ პერის ტრაგიკული გარდაცვალებიდან უკვე 1 წელზე მეტი გავიდა. ის თავისი სახლის აუზში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Anita Lallian (@anitavermalallian)