მეშვიდე სართულიდან გადავარდილი ბავშვი მეეზოვემ დაიჭირა (რუსეთი)

ფანჯარა

სანქტ-პეტერბურგში მეშვიდე სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვი მეეზოვემ დაიჭირა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა პეტროგრადის რაიონში, პეტროზავოდსკის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი ღია ფანჯარასთან თამაშობდა, რა დროსაც ის მეეზოვემ შეამჩნია და გააფრთხილა, რომ მოშორებოდა ფანჯარას. ცოტა ხანში ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა, თუმცა ფანჯრის შვერილზე მოჭიდება მოახერხა. როდესაც ძალა გამოელია და ჩამოვარდა, მისი დაჭერა მეეზოვემ მოახერხა. 

ბავშვი და მისი მხსნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ბავშვი რეანიმაციაშია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აქვს მოტეხილობები და შინაგანი ორგანოების დაზიანება. დამლაგებელს კი მაჯისა და ნეკნების მოტეხილობები აღენიშნება.