„შემდგომი ბიძგი მოვლენებზე გავლენას, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებს...“ -  დაბნელების დერეფნის ეფექტი

მზის დაბნელების კალენდარი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს დაბნელების დერეფანზე ესაუბრება. მისი თქმით, დაბნელებები ყოველთვის წყვილებად ხდება: მზის და მთვარის. მზის დაბნელებები ხდება ახალი მთვარის დროს, ხოლო მთვარის დაბნელებები სავსე მთვარის დროს:

„ესეიგი, ჩემი პოსტი “დაბნელების დერეფანზე”, და ეს პერიოდი სრულად, ზოგიერთს დაეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი მარტო არ იყვნენ თავიანთ მსოფლმხედველობაში, ზოგი კი მიხვდა, რომ ყველგანმყოფი და უეცარი სიზარმაცე არ იყო მოქმედებისადმი სრული უხალისობის მიზეზი.

ხშირად მესმის კითხვა: როდის დასრულდება დაბნელების პერიოდი? ზოგადად, დაბნელებები ყოველთვის წყვილებად ხდება: მზის და მთვარის. მზის დაბნელებები ხდება ახალი მთვარის დროს, ხოლო მთვარის დაბნელებები სავსე მთვარის დროს. მე მათ შორის დროს “დაბნელების პერიოდს” ვუწოდებ.

ზოგი ამას „დაბნელების კორიდორს/დერეფანსაც“ უწოდებს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ტერმინი დიდად არ მომწონს… ვფიქრობ, ის ძალიან ვიწრო და პირდაპირია.. ჩვენი სამყარო უფრო ღრმა, უფრო საინტერესო და გაცილებით ფართოა, ვიდრე ასეთი ზოგადი ტერმინი..

ჩემო კარგებო, შემდეგი დაბნელება იქნება მთვარის (სავსე მთვარეობა) და მოხდება 3 მარტს. მისი შემდგომი ბიძგი, (შემდეგი პერიოდი) მოვლენებზე გავლენას, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებს. და ეს იქნება დაბნელების პერიოდის დასასრული..

ამასობაში, ორ დაბნელებას შორის, შეეცადეთ იპოვნოთ ჰარმონიის წერტილები. დაბნელების ციკლები ზოგჯერ შეიძლება ექსტრემალური ენერგიიდან სრულ დეპრესიამდეც გადავიდეს. მაგრამ ეს ხშირად შუქურებია ადამიანისთვის, რაც ეხმარება მას იმის გაგებაში, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება.

სად კარგავთ ენერგიას? შეისწავლეთ და გაანალიზეთ ეს!

რატომ გეუფლებათ სევდა? ყოველთვის არის მიზეზი.

რატომ ვერ მიდის საქმეები კარგად? შეაფასეთ მიმდინარე პროცესები.

რა ან ვინაა ზედმეტი თქვენს ცხოვრებაში? იყავით გულწრფელები საკუთარი თავის წინაშე.

ამ და სხვა საკითხებზე პასუხი, ხშირად აშკარაა და ვიხით, მაგრამ “რატომღაც” ზუსტად ასეთ პერიოდში ხდება ხოლმე მათი, ატიპურად, სიბრძნით და გონივრულად აღქმა..

რას გირჩევთ? იცით რა.. თუ არ გსურთ, ნუ გადაიტვირთებით. გაცილებით მნიშვნელოვანია მშვიდად გამოხვიდეთ და გააგრძელოთ თქვენი გზა, ვიდრე გადაიტვირთოთ და დიდი დრო დაუთმოთ ძალების აღდგენას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.