მესაფლავეებმა ყვირილი გაიგონეს და ცოცხლად დამარხული ქალი იპოვეს - რას ჰყვება დაზარალებული

ბრაზილია

ბრაზილიელმა სასაფლაოს მუშებმა საფლავში ცოცხლად დამარხული ქალი გადაარჩინეს

ბრაზილიის მუნიციპალიტეტის Visconde do Rio Branco-ში სემიტერიოს მუნიციპალური სასაფლაოს მუშებმა ერთ-ერთ საფლავში ცოცხლად დამარხული ქალი იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა The Mirror იტყობინება.

მესაფლავეებმა ძახილი გაიგონეს და ქალის პოვნის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა და დაზარალებული გადაარჩინა. მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულის თქმით, ორმა ნიღბიანმა ის სასაფლაოზე წაიყვანა, შემდეგ კი სცემეს და საფლავში ჩააგდეს. საფლავი ცემენტითა და აგურით დალუქეს. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ნარკოტიკების გავრცელებით იყო დაკავებული, თუმცა ამჯერად საქონელი დაკარგა და ამ მიზეზით ის კრიმინალების მსხვერპლი გახდა. სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს დამნაშავეები და ახლა მათ ეძებენ.