„მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა
1757574920
მექსიკის ქალაქ ხუარესის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის 10 სამართალდამცველი და ოთხი პატიმარია. ამასთან, დაშავებულია 13 ადამიანი, 24-მა პირმა კი ციხიდან გაქცევა შეძლო.
კიდევ ორი პირი მოგვიანებით ასევე შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა ქალაქის სხვა ნაწილში.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ციხის შენობასთან დაჯავშნული ავტომობილებით ადგილობრივი დროით 07:00 საათისთვის გამოჩდნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე წუთით ადრე კი მუნიციპალური პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დევნის ოპერაციის შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს.