მექსიკის ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს

სროლა მექსიკაში

მექსიკის ხელისუფლება ეძებს შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც გუანახუატოს შტატში, ქალაქ ირაპუატოში მდებარე ბარში ცეცხლი გახსნეს. სროლისას, შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული, ხოლო 3 დაიჭრა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს 6 ქალისა და 6 კაცის ცხედარი დახვდათ. ჯერ არ გასაჯაროებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახსნა ცეცხლი.

CNN-ის ინფორმაციით, თავდამსხმელების სამძებრო ოპერაციაში შტატის გენერალური პროკურატურა, ეროვნული თავდაცვის მდივანი და ეროვნული გვარდიაა ჩართული.