პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა ბელარუსში სამხედროებით სავსე ეშელონები გადაისროლა, ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. საერთო ჯამში, ბელარუსში 20 ათასამდე მობილიზებული პირის განთავსება იგეგმება.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რუსეთ-ბელარუსის დაჯგუფების განთავსება საკავშირო სახელმწიფო დასავლეთ საზღვარზე სიტუაციის გამწვავების გამო ხდება.
2022 წლის 24 თებერვალს სწორედ, ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრა უკრაინაში რუსული ჯარი, რომლის გაჩერება კიევიდან სულ რაღაც 30 კმ-ში მოხერხდა. ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისთვის იყენებენ.