მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია

მექსიკა

მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. შემთხვევა გუანა ხუატოს შტატის ქალაქ სალა მანკაში მოხდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გახსნეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ არავინ დაუკავებიათ.