წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
The Guardian-ის ინფორმაციით, მექსიკაში, საფეხბურთო მატჩის დროს, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა.
ცენტრალურ გუანახუატოში მდებარე ქალაქ სალამანკას მერმა, სესარ პრიეტომ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდამსხმელები ადგილზე მატჩის დასრულებისას მივიდნენ. ათი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი მოგვიანებით - საავადმყოფოში. მისი თქმით, დაშავებულებს შორის არიან ქალი და ბავშვი.
პრიეტომ მომხდარს „სამწუხარო და ლაჩრული“ თავდასხმა უწოდა. მისი თქმით, ეს თავდასხმა ქალაქში არსებული კრიმინალური ტალღის ნაწილია. მერმა მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს, ძალადობის გასაკონტროლებლად დახმარების თხოვნით მიმართა.