მექსიკაში, ორსართულიანი ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა

მექსიკა

მექსიკაში, ორსართულიანი ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავებულია 60-ზე მეტი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ინდუსტრიულ ზონაში, ქვეყნის დედაქალაქიდან დაახლოებით 115 კილომეტრში მდებარე გზატკეცილზე მოხდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.