მექსიკაში, ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 12 ადამიანი იმსხვერპლა

მკ

მექსიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 12 ადამიანი იმსხვერპლა, 4 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, აალება ცენტრის ახლად მიშენებულ ფლიგელში მოხდა, სადაც ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.

მსხვერპლთა ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ყველა სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტია. აალების მიზეზი დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.