მეექვსე სართულიდან გადაგდებული ლეკვი სასწაულებრივად გადარჩა (უცხოეთი)

ძაღლი

კიევში ლეკვი მეექვსე სართულიდან გადმოაგდეს. ძაღლი გადარჩა. ვეტერინარებმა მოახერხეს მისი მდგომარეობის დასტაბილურება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თვითმხილველების თქმით, ცხოველის პატრონი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

„მორიგე მაშველები მივიდნენ მითითებულ მისამართზე. ადგილზე უამრავი ხალხი და პოლიცია იყო, მაგრამ ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში არავის წაუყვანია. ყველა უბრალოდ იდგა და უყურებდა“, - ამბობენ ცხოველთა უფლებების დამცველები.