მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საუდის არაბეთში ჩავიდა, რათა სპარსეთის ყურის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შუამავლის როლი შეასრულოს

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი

მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ზაი ჯუნი საუდის არაბეთში ჩავიდა, რათა სპარსეთის ყურის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შუამავლის როლი შეასრულოს.

მისი თქმით, პეკინი მზადაა, ერ-რიადთან ითანამშრომლოს, რათა „გაატაროს დაუღალავი ძალისხმევა სპარსეთის ყურის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

„ბიბისის“ ცნობით, ზაი ჯუნი, რომელმაც ჩინეთი მოიხსენია „საუდის არაბეთის კარგ მეგობრად და პარტნიორად“, მოლაპარაკებებს მართავს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდთან და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ ალ-ბუდაივისთან.

ზაი ჯუნმა ასევე გაიმეორა პეკინის მოწოდება და აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.