სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს. იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და არსებულ რეალობას საღად შეაფასებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე დაუსვეს კითხვა.
„მთავარი კითხვაა, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩამოსვლა თუ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ შეუერთდნენ ყალბ ნარატივებს, რომელიც ევრობიუროკრატიისგან მოდის – ევრობიუროკრატია პოლიტიკური გავლენით გაცილებით ძლიერია და ტყუილი ნარატივის გამო მათ წინაშე ქედი არ მოვიხარეთ. ახლა ეუთო-ს რაღაც დასკვნის გამო, საქართველოს საზიანოდ არანაირ ნაბიჯს არ გადავდგამთ. რაიმეს შესწავლა თუ უნდათ, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, ხუთი რევოლუციის მცდელობა არ იყო უბრალო მიტინგები და დემონსტრაციები, ეს იყო ცეცხლის გაჩენა პარლამენტის შენობაში, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებისთვის და პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოწოდება. ეს ადამიანები ოპოზიციას ისე თუ დაელაპარაკებიან, რომ ისინი დემოკრატიისათვის მშვიდობიანი მეთოდებით მებრძოლები არიან, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა. ობიექტურები უნდა იყვნენ. მათ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ ძალადობრივი მეთოდები მიუღებელია. განცხადება რომ გაეკეთებინათ, ოპოზიციის მხრიდან ძალადობა მიუღებელია და ამ ნაწილში ხელისუფლებამაც თავის ნაბიჯებს უნდა გადახედოსო, მაშინ ობიექტურობის შთაბეჭდილება დაგვრჩებოდა. თვალები დაიბრმავო, ხელები აიფარო და არ დაინახო, რა ხდებოდა საქართველოში, ასე კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და არსებულ რეალობას საღად შეაფასებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრასა, პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯევროსიმა პეიოვიჩი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.